კონფიდენციალურობის პოლიტიკა

მთავარი კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. ზოგადი დებულებები

1.1. წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა განმარტავს, თუ როგორ აგროვებს, ამუშავებს და იცავს ინდივიდუალური მეწარმე „ლევან მუქერია“ (Max Light Georgia, ს/კ: 01005021610) მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს.

1.2. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის სრული დაცვით.

2. რა მონაცემებს ვამუშავებთ?

შეკვეთის გაფორმების, რეგისტრაციისა თუ კონსულტაციისას კომპანიამ შესაძლოა შეაგროვოს შემდეგი ინფორმაცია:

  • სახელი და გვარი;

  • ტელეფონის ნომერი;

  • ელექტრონული ფოსტის მისამართი;

  • მიწოდების მისამართი (ქალაქი, ქუჩა, ბინის ნომერი);

  • ავტომობილის მოდელი და გამოშვების წელი (პროდუქტის ზუსტად შესარჩევად).

3. მონაცემთა დამუშავების მიზნები

მომხმარებლის პერსონალური მონაცემები გამოიყენება მხოლოდ შემდეგი მიზნებისთვის:

  • შეკვეთების დასამუშავებლად და პროდუქციის მისაწოდებლად;

  • საგარანტიო მომსახურების უზრუნველსაყოფად;

  • მომხმარებელთან კომუნიკაციისა და კონსულტაციისთვის;

  • ონლაინ გადახდებისა და განვადების პროცესის ასახვისთვის.

4. მონაცემთა უსაფრთხოება და მესამე პირები

4.1. Max Light Georgia იღებს ყველა საჭირო ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომას მომხმარებლის პერსონალური მონაცემების უკანონო წვდომისგან, დაკარგვისგან ან გამჟღავნებისგან დასაცავად.

4.2. მონაცემები მესამე პირებს გადაეცემათ მხოლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია მომსახურების დასასრულებლად:

  • საკურიერო კომპანიებს — ამანათის ჩასაბარებლად (სახელი, მისამართი, ტელეფონი);

  • საბანკო დაწესებულებებს (TBC, BOG, Ziraat) — გადახდისა და განვადების განაცხადის დამუშავებისთვის.

    4.3. კომპანია არ ყიდის და არ გადასცემს მომხმარებლის მონაცემებს მესამე პირებს მარკეტინგული მიზნებისთვის.

5. მომხმარებლის უფლებები

მომხმარებელს უფლება აქვს:

  • მოითხოვოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული მონაცემების თაობაზე;

  • მოითხოვოს მცდარი, არაზუსტი ან არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან დამატება;

  • მოითხოვოს მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა ან მონაცემთა წაშლა (თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ საგადასახადო/საბუღალტრო ვალდებულებებს).

6. საკონტაქტო ინფორმაცია

მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

  • ელფოსტა: info@maxlights.ge

  • ტელეფონი: +995 557 77 88 37

  • მისამართი: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის №53ა

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს.

აირჩიეთ გამოსაჩენი ველები. დანარჩენი დაიმალება. გადაათრიეთ მიმდევრობის შესაცვლელად.
  • სურათი
  • SKU (არტიკული)
  • რეიტინგი
  • ფასი
  • მარაგი
  • ხელმისაწვდომობა
  • კალათაში დამატება
  • აღწერა
  • შინაარსი
  • წონა
  • ზომები
  • დამატებითი ინფორმაცია
დააჭირეთ გარეთ შედარების ზოლის დასამალად
შედარება
მთავარი
საყიდლები
სურვილების სია
ანგარიში