ჩვენ შესახებ

მთავარი ჩვენ შესახებ

რატომ ჩვენ?

Max Light Georgia LNNA — საავტომობილო განათების ხარისხი, გამოცდილება და საიმედოობა!

Max Light Georgia LNNA ის დამფუძნებელია ლევან მუქერია. კომპანია საქართველოს ბაზარზე უკვე 10 წელია საქმიანობს და მომხმარებლებს საავტომობილო განათების სფეროში ხარისხიან პროდუქციასა და პროფესიონალურ მომსახურებას სთავაზობს. დაახლოებით ორი წელია საქმიანობა ინდმეწარმედან გადავიდა დღღ-ს გადამხდელობაზე.

ჩვენი ძირითადი სპეციალიზაციაა ავტომობილის LED განათების სისტემები. ასორტიმენტში წარმოდგენილია ახლო და შორი განათების, ნისლსაწინააღმდეგო ფარების, მოხვევის მაჩვენებლების, უკანა განათებისა სალონის განათება და სხვა დანიშნულების ნათურები.

ფართო არჩევანი ყველა ტიპის ავტომობილისთვის

ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ განათება 1990-იანი წლების ავტომობილებიდან 2025 წლამდე წარმოებული მოდელებისთვის. გთავაზობთ სხვადასხვა ტიპის ნათურებს, როგორც ქარხნული ქსენონიანი ფარისთვის, ისე ჰალოგენური ფარებისთვის. პროდუქციას ვარჩევთ ავტომობილის მოდელის, ფარის კონსტრუქციისა და მომხმარებლის საჭიროებების გათვალისწინებით.

მსოფლიო ბრენდები და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომა

ჩვენი პროდუქციის დაახლოებით 90% დამზადებულია ამერიკაში HIKARI-ს საწარმოში, რომელიც კალიფორნიაში მდებარეობს. ასევე გთავაზობთ გერმანული ბრენდის, OSRAM-ის ჰალოგენის ნათურები!
ჩვენი მიზანია, მომხმარებელს შევთავაზოთ საიმედო, ეფექტური და ავტომობილის შესაბამისი განათების გადაწყვეტილებები.

0%-იანი განვადება და გადახდის მოქნილი პირობები

Max Light Georgia-ში პროდუქციის შეძენა შეგიძლიათ თქვენთვის მოსახერხებელი პირობებით:

* 0%-იანი განვადება TBC ბანკისა და საქართველოს ბანკის მეშვეობით
* 3-დან 36 თვემდე ვადით.
* საქართველოს ბანკის „ნაწილ-ნაწილ“ გადახდის სერვისი.
* საბანკო ბარათით გადახდა
* TBC ბანკისა და საქართველოს Ziraat ბანკის ტერმინალებით, 0% საკომისიო მომხმარებელს

განვადების სასურველ ვადას მომხმარებელი თავად ირჩევს განაცხადის შევსებისას ბანკის მოქმედი პირობების შესაბამისად.

ჩვენი მისია

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული მომხმარებლის ნდობა და კმაყოფილება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ პროდუქციის შერჩევას, მომსახურების ხარისხსა და ინდივიდუალურ მიდგომას. ჩვენი მიზანია, ყველა მომხმარებელს დავეხმაროთ მისი ავტომობილისთვის შესაფერისი განათების პოვნაში და შევთავაზოთ ხარისხზე ორიენტირებული მომსახურება.
ჩევენი მაღაზია მდებარეობს მარშალ გელოვანის 53ა ნომერში

Max Light Georgia — თქვენი ავტომობილის განათების საიმედო არჩევანი!

ცნობილი ფაქტია, რომ გვერდის წაკითხვად შიგთავსს შეუძლია მკითხველის ყურადღება მიიზიდოს და დიზაინის აღქმაში ხელი შეუშალოს.

აირჩიეთ გამოსაჩენი ველები. დანარჩენი დაიმალება. გადაათრიეთ მიმდევრობის შესაცვლელად.
  • სურათი
  • SKU (არტიკული)
  • რეიტინგი
  • ფასი
  • მარაგი
  • ხელმისაწვდომობა
  • კალათაში დამატება
  • აღწერა
  • შინაარსი
  • წონა
  • ზომები
  • დამატებითი ინფორმაცია
დააჭირეთ გარეთ შედარების ზოლის დასამალად
შედარება
მთავარი
საყიდლები
სურვილების სია
ანგარიში